სიყვარული ერთი კლიკით
აირჩიე თამაში, შეცვალე ფერები, კითხვები და ტექსტები, მიუმატე თქვენი მოგონებები და გაუგზავნე ლინკი შენს საყვარელ ადამიანს. ინსტალაცია არ სჭირდება, ტელეფონზე იხსნება.
სამ ნაბიჯში მზადაა
შენ ირჩევ და ცვლი, დანარჩენს ჩვენ ვაკეთებთ.
აირჩიე თამაში
მზა თამაშებიდან აირჩიე შენთვის სასურველი, ან აგვიწერე საკუთარი იდეა.
მოარგე თქვენ
ფერები, კითხვები, ფილმები, საჭმელი და ტექსტები შეცვალე და ცოცხალ პრევიუში დაუყოვნებლივ ნახე.
გააგზავნე სიურპრიზი
გამოგვიგზავნე შეკვეთა, ჩვენ მოგცემთ პირად ლინკს და შენ გაუგზავნი მას, ვისაც გინდა.
აირჩიე თამაში
დააჭირე თამაშს და კონფიგურატორი ქვემოთ გადაგიყვანს.
აირჩიე პაკეტი
ერთჯერადი გადახდა. ლინკი მუშაობს არჩეული პაკეტის ვადით, საჩუქრის გაგზავნის თარიღიდან.
ლინკი გრძელი და შემთხვევითია, ამიტომ მხოლოდ ის ნახავს, ვისაც შენ გაუგზავნი. ვადის გასვლის შემდეგ ლინკი ითიშება და ფოტოები იშლება.
Movie Night: შექმენი შენი ვერსია
შეცვალე ნებისმიერი რამ და მარჯვნივ პრევიუ დაუყოვნებლივ განახლდება. ყველა ველი სურვილისამებრია.
ტექსტები
ფერები
მზა სტილები
საკუთარი ფერები
გვერდები და კითხვები
🎬 ფილმის არჩევა
📅 დღე და დრო
🍿 საჭმელი
🚪 "არა"-ზე დაჭერისას
💗 ფინალი
ფილმები
საჭმელი და სასმელი
ემოჯი ჩაწერე სახელის გვერდით, მაგ. "ჩიზქეიქი 🍰".
ფოტოები
აქ მხოლოდ პრევიუსთვის ჩანს. შეკვეთის გაგზავნის შემდეგ ფოტოები ჩვენთან DM-ში ან WhatsApp-ზე გამოგვიგზავნე.
პასუხი სად მოვიდეს?
როცა ის ადამიანი თამაშს დაასრულებს, მისი არჩევანი ამ ნომერზე გამოგეგზავნება. ჩაწერე 995-ით, პლუსის და ცარიელი ადგილის გარეშე. თუ ცარიელია, ღილაკი არ გამოჩნდება.
გამოგვიგზავნე შეკვეთა
შენი არჩევანი ავტომატურად ჩაიწერება შეტყობინებაში, შენ მხოლოდ გაგზავნას დააჭერ.
ხშირად დასმული კითხვები
როგორ ვიღებ თამაშს?
შეკვეთის დადასტურებისა და გადახდის შემდეგ გამოგიგზავნით პირად ლინკს. ლინკს უბრალოდ შენს საყვარელ ადამიანს უგზავნი და ტელეფონზე იხსნება, ჩამოტვირთვა არ სჭირდება.
რამდენ ხანში მზადდება?
ჩვეულებრივ 24-48 საათში. თუ გეჩქარება, დაწერე სასურველი თარიღი შეკვეთაში და შევეცდებით.
რამდენ ხანს მუშაობს ლინკი?
ვადა პაკეტზეა დამოკიდებული (Basic და Custom 5 დღე, Plus 30 დღე) და იმ დღიდან ითვლება, რომელ დღესაც საჩუქრის გაგზავნას გეგმავ. ვადის გასვლის შემდეგ ლინკი ითიშება.
ჩემი ფოტოები დაცულია?
ლინკი გრძელი და შემთხვევითია, ამიტომ მისი გამოცნობა პრაქტიკულად შეუძლებელია, და ის საძიებო სისტემებშიც არ ჩანს. ვისაც ლინკს გაუგზავნი, ის ნახავს. ვადის გასვლის შემდეგ ფოტოებს ვშლით, ან უფრო ადრე, თუ გვთხოვ.
ლინკის ვადა გავიდა, შეიძლება გაგრძელება?
დიახ. მოგვწერე DM-ში და ლინკს ხელახლა ჩავრთავთ დამატებითი ფასით.
თუ ცვლილება მინდა?
წერე DM-ში და შევასწორებთ. ცვლილებების რაოდენობა პაკეტზეა დამოკიდებული.
როგორ ვიხდი?
შეკვეთის გაგზავნის შემდეგ გამოგიგზავნით გადახდის დეტალებს ბარათზე გადარიცხვისთვის.